10.დეკემბერი.2015 14:19
ბიზნესი

ვასილ ხორავა: კურსის ცვლილების გამო, ნავთობის ფასები შემცირება ჩვენთან ადეკვატურად ვერ აისახა

ვასილ ხორავა: კურსის ცვლილების გამო, ნავთობის ფასები შემცირება ჩვენთან ადეკვატურად ვერ აისახა
ნავთობის ფასები შვიდი წლის მინიმუმზეა - ბარელი ამერიკული ნავთობის ფასი გუშინ 37 დოლარამდე დაეცა - აღსანიშნავია რომ ეს მაჩვენებელი, 2009 წლის, დიდი რეცესიის შემდეგ პირველად ფიქსირდება: თუმცა დღეს დილიდან ფასმა მცირედით ზრდა დაიწყო და ეს უკავშირდება ინფორმაციას, რომ აშშ-ში ნავთობის მარაგები შემცირდა, 10-კვირიანი ზრდის შემდეგ. დღეს დილით ბარელი ბრენტის ფასი $40.55-მდე გაიზარდა, ხოლო WTI-ის - $37.45-მდე.
 
კომპანია ვისოლის გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ამბობს, რომ ქსელში მიმდინარე კვირაში საწვავის ფასები 10 თეთრით შემცირდა. ხორავას განცხადებით, ფასის დაანგარიშებისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს გაცვლითი კურსი. ვისოლის გეერალური დირექტორი განმარტავს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება საქართველოს ბაზარზე 2-3 კვირაში ხდება.

"ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების, როგორც ნავთობზე ფასის აწევის, ასევე დაწევის შემთხვევაში. საქართველოში ნავთობი არის იმპორტირებული და შესაბამისად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზრის ფასებზე. აგვისტოს პერიოდიდან მოხდა საკმაოდ კარგი შემცირება საერთაშორისო ფასების.

ფასში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი არის ნავობის ფასი, შესაბამისად ეს საკმაოდ აისახება ჩვენს თვითღირებულებაზეც, რაც ჩვენს შემხვევაში დაახლოებით 35-40 თეთრიანი შემცირებაა. სამშაბათს ჩვენ კიდევ 10 თეთრით შემვამცირეთ ფასები.

ნამდვილად მცირდება ნავთობის ფასი, მაგრამ ფასის დაანგარიშებისას მხოლოდ ნავთობის ფასი არ არის უმთავრესი. აქ შემოდის გაცვლითი კურსი, - როდესაც დოლარის კურსი იზრდებოდა საქართველოში, ჩვენ არ გაგვიზრდია ნავთობის ფასი. შევამცირეთ, - მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც შემცირდებოდა მყარი კურსის პრობებში.

ბუნებრივია ზაფხულიდან ნავთობის ფასები მცირდება ძალიან კარგად, მაგრამ ეს შემცირება ადეკვატურად ვერ აისახა, რადგან კურსის ზრდა იყო. ასევე მოგეხსენებათ, რომ მარაგებზე დაბალ თვითღირებულებაზე კომპანია ვერ გაყიდის პროდუქტს. მსოფლიოში ზრდის ან შემცირების შემდგომ ასახვა დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ ხდება", - განაცხადა ვასილ ხორავამ.

19.აპრილი.2019 20:00
252

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
373

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1018

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
414

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1121

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
273

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად