12.ივნისი.2019 13:29
ეკონომიკა

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით, 1 კვირაში დასრულდება

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით, 1 კვირაში დასრულდება
თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, თუ როდის დასრულდება მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული კითხვით მან მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა და სთხოვა, საზოგადოებისთვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ცვლილების გამო, ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა.

გვსურდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით, იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო, დრო გაიწელა. სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა. ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. რადგანაც ესტაკადის დასრულების შემდეგ, მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა შეძლებს, აღნიშნული ესტაკადით ისარგებლოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ავტორი: თელარა გელანტია

22.აგვისტო.2019 11:00
30

„ვერბალური ინტერვენცია, შესაძლოა, არანაკლებ ეფექტური იყოს, ვიდრე - სავალუტო ინტერვენცია“

ვრცლად
22.აგვისტო.2019 10:15
130

როდიდან განახლდება მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი?

ვრცლად
22.აგვისტო.2019 09:30
159

GuestMe - ტურისტების სახლში გამასპინძლება საქართველოში კომერციულ დანიშნულებას იძენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:20
195

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:00
382

„საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 20:15
263

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად