მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

5cb983d6679b2
BM.GE
19.04.19 12:11
1817
თბილისში, ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში bm.ge-ს განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ერთ პირს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული თუმცა, დაზიანება მას გასროლის შედეგად არ მიუღია.  

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. რა თანხაა გატანილი ბანკის ფილიალიდან, უცნობია.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების შედეგად დაშავებული ორი პირი სასწრაფო დახმარებით მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.