მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი-გიორგი ქობულიაზე: მე მასთან ერთად მუშაობის პატივი მქონდა

5cc0a846104bf
თელარა გელანტია
24.04.19 22:16
1314
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქონდა.

ამის შესახებ მჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ქობულიას თანამდებობიდან გაშვების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

„გეტყვით, ჩემს დამოკიდებულებას ბატონი ქობულიას მიმართ. მიმაჩნია, რომ მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, მეტსაც ვიტყვი, მე პატივი მქონდა მასთან ერთად მუშაობის და ეს თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ნათია თურნავასთანაც მექნება იგივე დონის პროდუქტიული თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს არის ჩემი შეფასება.

მისი წასვლის მიზეზებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბრიფინგზე. თქვენ შეგიძლიათ ხელახლა იხილოთ და მე მგონი საკმაოდ ცხადი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ქობულიამ განცხადება გააკეთა, თუ არ გააკეთა - თვითონ ჩათვლის ალბათ საჭიროდ გააკეთებს თუ არა... კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რატომ წავიდა თანამდებობიდან, ალბათ, გიორგი ქობულია თვითონ იტყვის, თუ ჩათვლის საჭიროდ და თუ არ ჩათვლის საჭიროდ, როგორც საქართველოში იციან - დადგებიან და იჭორავებენ“, - განაცხადა მინისტრმა.