მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი: ახლა ბურთი ანაკლიის კონსორციუმის მხარესაა

5d0611029b618
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.19 14:10
1430
“ამ ეტაპზე, მე მგონი, ბურთი ჩვენსკენ აღარ არის, მგონია, რომ ისინი შეძლებენ იმ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ამ თემის აწევას,” - განაცხადა გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებათა პროცესში სახელმწიფო არაერთ დათმობაზე წავიდა;

დათმობათა შორის მინისტრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რვა მოთხოვნიდან შვიდის დაკმაყოფილებას, ასევე პორტისთვის საპარტნიორო ფონდის მიერ 100 მილიონი დოლარის დაფინანსების გამოყოფას და 350 მილიონი ლარის ფარგლებში მიწების გამოსყიდვისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აშენების ვალდებულების აღებას ასახელებს.

“მე ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ჩავერთე ანაკლიის საკითხში და უშუალოდ მოლაპარაკებები მიმყავდა კონსორციუმთან და ყველა იმ პოტენციურ მსესხებელთან და ისინი არიან ძალიან მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციები, ეს არის პრაქტიკულად, ყველა მსხვილი განვითარების ბანკი მსოფლიოში. მინდა გითხრათ, რომ მათ ჰქონდათ საბოლოოდ რვა საკითხი, საიდანაც პრაქტიკულად შვიდი შეთანხმებულია; ნუ გგონიათ, რომ ეს შვიდი იყო იოლი შესათანხმებელი. საკმაოდ მძიმე დათმობა იყო სახელმწიფოსთვის, მაგრამ დავთმეთ, ამის გარდა, ვადებს რაც შეეხება, მეექვსეჯერ გადავუვადეთ, ერთადერთი რაზეც ჩვენ თავი შევიკავეთ და ეს მე მიმაჩნია სწორად, ეს არის ის, რომ დაგვეზღვია ტვირთბრუნვა. მანდ მე მგონია, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსება, 350 მილიონ ლარამდე დაჯდება რკინიგზისა და მაგისტრალების მშენებლობა და პლიუს მიწების გამოსყიდვა. გადავადება რვიდან შვიდ პუნქტში დათანხმება, ეს არის ის, რაც პირველად ვარიანტთან შედარებით მთავრობამ დათმო.

ახლა იქითა ნაწილი რომ ავიღოთ, კონსორციუმის ნაწილი, პირველ ვარიანტთან შედარებით, იმასთან, რაც დასაწყისში ანაკლიის იდეა გაჩნდა, რასაკვირველია, მათი ვალდებულებები შემცირდა, იმიტომ რომ თავისთავად ანაკლიის მასშტაბის და პორტის მასშტაბის გადახედვა მოხდა და ბევრად უფრო პატარაა, ოთხჯერ უფრო პატარა პორტზე გვაქვს დღეს საუბარი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მე მგონი, ბურთი ჩვენსკენ აღარ არის, მგონია, რომ ისინი შეძლებენ იმ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ამ თემის აწევას,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საერთაშორისოსაფინანსო ინსტიტუტებისგან 400 მლნ დოლარის მოსაზიდად ვადა, რომელიც 15 ივნისს ამოეწურა, 6 თვით გაუხანგრძლივაა.