მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო მაჭავარიანი: არაა აუცილებელი, ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ, ის არაა როკ-ვარსკვლავი

5ce3c1f0412cf
თელარა გელანტია
21.05.19 13:15
1738
„ფინანსთა მინისტრი არაა როკ-ვარსკვლავი“ - ასე უპასუხა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც NDI-ის კვლევის შედეგებს შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ NDI-ის გამოკვლევის შედეგების თანახმად, ფინანსთა მინისტრის მუშაობით კმაყოფილია მხოლოდ გამოკითხულთა 8%, 45%-ს კი, არაფერი სმენია მის შესახებ.

„ჯერ არ გავცნობილვარ NDI-ის შედეგებს, მაგრამ გავეცნობი აუცილებლად. თუ 45%-ს არ სმენია ფინანსთა მინისტრის შესახებ, ეს არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელია. არაა აუცილებელი, რომ ფინანსთა მინისტრი იცოდეს ყველამ, ის არაა როკ-ვარსკვლავი. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს წყნარად. მთავარია, რომ ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური განვითარება არ შეჩერდეს, რეფორმები არ შეჩერდეს და მდგრადი განვითარება შევინარჩუნოთ. ესაა მთავარი მიზანი“, - განაცხადა მინისტრმა.