12.მარტი .2016 19:07

ვანო იოსელიანი: საქართველოში ავიაგადაზიდვების ტარიფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია

views 1520
უკან

"საქართველოში ავიაგადაზიდვების ტარიფები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", - აღნიშნულის შესახებ, კომპანია "თეთრი ქუდის" ხელმძღვანელმა, ვანო იოსელიანმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, საექსპორტო არეალის გაფართოვებისას ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხებია. მისივე თქმით, პრობლემად რჩება სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ბიოროკრატიაც. ვანო იოსელიანს მაგალითად მიწის რეგისტრაციის საკითხი მოჰყავს.
 
"საქართველოდან სოკოს ექსპორტი მის იმპორტს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ჩვენ ბაზრის დაახლოებით 80 პროცენტი გვიჭირავს. ეს განპირობებულია იმით, რომ ქამა სოკოს წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ რთულია, ეს დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და მისი მცირე ან საშუალო ბიზნესისთვის დაწყება რთულია.

ამ ეტაპზე, ექსპორტის არელის გაფართოვებაზე ვმუშაობთ, თუმცა გარკვეული პრობლემებია ლოჯისტიკასთან დაკავშირებით. როგორც იცით, სოკო არის სწრაფად ფუჭებადი პროდუქტი. საქართველოში კი ავიაგადაზიდვების ბაზარი განვითარებული არაა, ტარიფები ძალიან მაღალი, არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირია.

ასევე პრობლემაა ბიოროკრატია, რომელიც დასახვეწია. ჩვენ გვყავს უცხოელი ინვესტორი და ამის გამო გარკვეული სირთულებია. მაგალითად შეძენილი მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია დღემდე ვერ შევძელით, რაც შეფერხებას იწვევს. ასევე გარკვირვებას იწვევს ინვესტორებშიც თუ რატომ ხდება ასე", - განაცხადა ვანო იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა