მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში აუცრელებისთვის შეზღუდვები წესდება

BM.GE
18.11.21 13:11
297
ევროპაში აუცრელებისთვის შეზღუდვები წესდება და მაგალითად გერმანიაში უკვე დაიწყეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე გააჟღერა იდეა, რომ მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს აუცრელი მოქალაქეების მიმართ ან თუნდაც სავალდებულო ვაქცინაცია მოითხოვონ. იტალიაც ასევე შეზღუდავს ბევრ გასართობ აქტივობას, მათ შორის შიდა სივრცეში სადილს, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან აცრილები ან ვირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი არ აქვთ. ბრიტანეთში კი ვაქცინაციის სერტიფიკატების მოთხოვნა სექტემბრიდან, ბიზნეს-კონფერენციებზე, მუსიკალურ ფესტივალებსა და სპორტულ ღონისძიებაზე დაიწყო. სად უწევთ იზოლაცია აუცრელ მოსახლეობას დს რა ტიპის შეზღუდვები დაწესდა ევროპის ქვეყნებში?