16.ივლისი.2019 19:50
ეკონომიკა

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა
ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,კაპიტალური რეაბილიტაცია და ორმოული სამუშაოები სულ 47 800 მ2 ფართობზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 977 700 ლარი დაიხარჯა.

რამდენიმე ქუჩასთან ერთად, სამუშაოები შიდაკვარტალურ გზებზე და შიდა ეზოებში განხორციელდა. პროექტები ცენტრალური ვაკის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონებისა და წყნეთის უბნებს მოიცავს.

„გზების რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასული წლის მსგავსად, სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წელსაც გეგმის მიხედვით ხდება. გამგეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად, შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას ვახორციელებთ, თუმცა არის რამდენიმე ქუჩა და შედარებით დიდი მონაკვეთები, რაც მიმდინარე წელს უკვე განვაახლეთ. სულ, ამ დროის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 50 მისამართზე მოხდა და სამუშაოები ახლაც გრძელდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

გზის საფარის განახლების გარდა, ორ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, კიდევ ორ მისამართზე კი აღნიშნული სისტემები უახლოეს მომავალში მოეწყობა.
ავტორი: თელარა გელანტია

21.აგვისტო.2019 15:24
51

ნათია თურნავა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას აფასებს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 15:01
235

2020 წლიდან „RYANAIR“ 9 ახალ მიმართულებას დაამატებს - მათგან ერთ-ერთია კიოლნი

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:41
453

სამი მიმართულება, სადაც „RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:26
226

"RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:15
144

სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარს მთავრობისავე გადაწყვეტილების გამო, პრობლემა შეექმნა

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:56
33

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

ვრცლად