მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვადა დღეს იწურება - "რუსთავი 2"-ის ყიდვის მსურველი ამ დრომდე არაა ცნობილი

5d59b48b972b0
თელარა გელანტია
19.08.19 10:00
740
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყიდვის მსურველი ამ დრომდე არაა ცნობილი.

საქმე იმაშია, რომ არხის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ტელეკომპანიის გაყიდვაზე პირდაპირი განაცხადი გააკეთა, კონკურსის ვადად სწორედ 1 კვირა განსაზღვრა.

„გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში“, - ეწერა განცხადებაში.

ქიბარ ხალვაშის პირობებს შორის იყო ასევე, დაინტერესებული პირის მხრიდან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება „პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად“.

„ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა“, - აცხადება ხალვაში.

მისივე ინფორმაციით, არხის კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს.