15.აგვისტო.2019 00:10
მსოფლიო

უზბეკეთის მთავრობა ტურისტების მოსაზიდად ჩარტერების სუბსიდირებას იწყებს

უზბეკეთის მთავრობა ტურისტების მოსაზიდად ჩარტერების სუბსიდირებას იწყებს

უზბეკეთის ხელისუფლება მზად არის, თითოეულ უცხოელ ტურისტს ქვეყანაში ჩასვლის სანაცვლოდ 50 ამერიკული დოლარი გადაუხადოს - უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 


ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრძანება რომლის 2020 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, ითვალისწინებს იმას, რომ რესპუბლიკამ უცხო ქვეყნებში ჩარტერული ფრენების ორგანიზების ღირებულების ნაწილი აანაზღაუროს. გადაწყვეტილების მიზეზად უზბეკეთში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ასახელებენ.


ანაზღაურების ნახევარი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნახევარი კი, ტურიზმის მხარდაჭერის ფონდიდან დაიფარება, რომელსაც ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი აკონტროლებს. ჩარტერული ფრენით ქვეყანაში შემოყვანილი თითოეული უცხოელი ტურისტისთვის ავიაკომპანიები ან ტუროპერატორები მიიღებენ 20 ამერიკულ დოლარს, ხოლო ზამთრის სეზონზე - 20 ნოემბრიდან 20 თებერვლამდე - $ 50-ს. კომპენსაციის გადახდის ერთადერთი პირობა არის უცხოელის უზბეკეთში ყოფნის ვადა - ის მინიმუმ ხუთ დღეს უნდა შეადგენდეს.

უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე აზიზ აბდუხაკიმოვი, რომელიც პასუხისმგებელია სოციალური განვითარების საკითხებზე, აცხადებს, რომ სუბსიდიების ასეთი სისტემა დსთ-ში პირველად ამოქმედდება. "ჩვენ გვინდა უზბეკეთისთვის უზარმაზარი რაოდენობის ჩარტერული რეისების ორგანიზება. ეს დიდი წარმატებით იმოქმედებს ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე", - აცხადებს აბდუხაკიმოვი.


როგორც ის აღნიშნავს, უზბეკეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, რომ ქვეყანაში ტურისტების ნაკადი 10 მილიონამდე გაიზარდოს. 2016 წელს ქვეყანას 1.3 მილიონ უცხოელი ვიზიტორი ეწვია, 2017 წელს მათი რიცხვი 2.7 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს - 5.4 მილიონი ვიზიტორამდე გაიზარდა. რაც შეეხება 2019 წელს, უზბეკეთში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას 6.3-დან 6.4 მილიონი უცხოელი დამსვენებელი ეწვევა.

პრეზიდენტის ახალი დადგენილება კი, უფრო მაღალ მიზნებზეა გათვლილი. უზბეკეთში იმედოვნებენ, რომ სუბსიდირებული რეისების წყალობით, 2020 წლის ბოლოსთვის 7 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვევათ, 2021 წელს - 8.4 მილიონი, ხოლო 2022 წელს 10 მილიონი ადამიანი ჩავა უზბეკეთში.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

20.აგვისტო.2019 00:03
212

მაიკ ტაისონის "მარიხუანას იმპერია" - ლეგენდარული სპორტსმენის კანაფის პლანტაციები და ბიზნესი

ვრცლად
19.აგვისტო.2019 21:47
361

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით 3 ქართველის დაკავებას საქართველოს შსს ადასტურებს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 21:04
88

ესტონეთის პრეზიდენტი: ვგმობთ საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას

ვრცლად
19.აგვისტო.2019 20:00
97

ტრამპს ჩინურ Huawei-სთან ბიზნესის წარმოება არ სურს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 16:38
277

ესპანეთის პოპულარულ საკურორტო ზონაში ძლიერი ხანძარია - 4000 ადამიანი ევაკუირებულია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 16:22
252

აშშ-ის შემდეგ გერმანია - ბერლინი ჩინეთის მთავრობას ეკონომიკურ შპიონაჟში ადანაშაულებს

ვრცლად