15.აგვისტო.2019 00:10
მსოფლიო

უზბეკეთის მთავრობა ტურისტების მოსაზიდად ჩარტერების სუბსიდირებას იწყებს

უზბეკეთის მთავრობა ტურისტების მოსაზიდად ჩარტერების სუბსიდირებას იწყებს

უზბეკეთის ხელისუფლება მზად არის, თითოეულ უცხოელ ტურისტს ქვეყანაში ჩასვლის სანაცვლოდ 50 ამერიკული დოლარი გადაუხადოს - უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 


ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრძანება რომლის 2020 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში, ითვალისწინებს იმას, რომ რესპუბლიკამ უცხო ქვეყნებში ჩარტერული ფრენების ორგანიზების ღირებულების ნაწილი აანაზღაუროს. გადაწყვეტილების მიზეზად უზბეკეთში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ასახელებენ.


ანაზღაურების ნახევარი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნახევარი კი, ტურიზმის მხარდაჭერის ფონდიდან დაიფარება, რომელსაც ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი აკონტროლებს. ჩარტერული ფრენით ქვეყანაში შემოყვანილი თითოეული უცხოელი ტურისტისთვის ავიაკომპანიები ან ტუროპერატორები მიიღებენ 20 ამერიკულ დოლარს, ხოლო ზამთრის სეზონზე - 20 ნოემბრიდან 20 თებერვლამდე - $ 50-ს. კომპენსაციის გადახდის ერთადერთი პირობა არის უცხოელის უზბეკეთში ყოფნის ვადა - ის მინიმუმ ხუთ დღეს უნდა შეადგენდეს.

უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე აზიზ აბდუხაკიმოვი, რომელიც პასუხისმგებელია სოციალური განვითარების საკითხებზე, აცხადებს, რომ სუბსიდიების ასეთი სისტემა დსთ-ში პირველად ამოქმედდება. "ჩვენ გვინდა უზბეკეთისთვის უზარმაზარი რაოდენობის ჩარტერული რეისების ორგანიზება. ეს დიდი წარმატებით იმოქმედებს ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე", - აცხადებს აბდუხაკიმოვი.


როგორც ის აღნიშნავს, უზბეკეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, რომ ქვეყანაში ტურისტების ნაკადი 10 მილიონამდე გაიზარდოს. 2016 წელს ქვეყანას 1.3 მილიონ უცხოელი ვიზიტორი ეწვია, 2017 წელს მათი რიცხვი 2.7 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს - 5.4 მილიონი ვიზიტორამდე გაიზარდა. რაც შეეხება 2019 წელს, უზბეკეთში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას 6.3-დან 6.4 მილიონი უცხოელი დამსვენებელი ეწვევა.

პრეზიდენტის ახალი დადგენილება კი, უფრო მაღალ მიზნებზეა გათვლილი. უზბეკეთში იმედოვნებენ, რომ სუბსიდირებული რეისების წყალობით, 2020 წლის ბოლოსთვის 7 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვევათ, 2021 წელს - 8.4 მილიონი, ხოლო 2022 წელს 10 მილიონი ადამიანი ჩავა უზბეკეთში.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

21.აგვისტო.2019 18:15
500

პოლონეთი გერმანიისგან 850 მლრდ დოლარს ითხოვს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:00
52

პრაღაში ძვირადღირებული სოფელი აშენდება - ჩეხური მედია

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:40
96

"ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენას ორი წელი დასჭირდება" - რუსული მედია

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:00
105

სიგნალი ჩინეთს - აშშ-მა ტაივანს გამანადგურებელი თვითმფრინავები მიჰყიდა

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:46
249

ტრამპი დანიას აღარ ეწვევა - მიზეზი გრენლანდიის გაყიდვის საკითხზე დანიის პრემიერის პოზიციაა

ვრცლად
21.აგვისტო.2019 00:01
213

Fiat Chrysler-ი უზბეკეთში ავტომობილების წარმოებას გეგმავს

ვრცლად