18.აპრილი .2016 09:49

უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდება

views 1017
უკან

უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდება. სტუდენტებმა გადაწყვეტილება, გუშინ პრეიერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. როგორც ცნობილია გახდა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას სავარაუდოდ მომავალ კვირაშიც გამართავს.
 
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სისტემის რეფორმას და უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის სამსახურის გაუქმებას ითხოვენ. სტუდენტების პროტესტის გამო, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო.