მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა"

5d1089e9bb05b
ლიკა გურაბანიძე
24.06.19 12:28
1068
„უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გმართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს; ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველს იძლევა. ამავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც სამართლებრივი შედეგებიც“, - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.