13.ივნისი.2019 12:24
ეკონომიკა

"უმჯობესია პრეფერენციების მოხსნა, ვიდრე ახალი რეგულაციების შემოღება"

"უმჯობესია პრეფერენციების მოხსნა, ვიდრე ახალი რეგულაციების შემოღება"
„უმჯობესია გარკვეული პრივილეგიების და პრეფერენციების მოხსნა ვიდრე ახალი რეგულაციების შემოღება,” - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ „ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახადის საშეღავათო ვადის გაუქმებაზე  საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, არცერთ ქვეყანაში გადახდის ნაწილში, მათ შორის არც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ბიზნესს განსხვავებული გადახდის ვადები საბაჟო იმპორტის დროს არ აქვს.

„ოქროს სიაში ხვდებობდენ კომპანიები, რომლებსაც გარკვეულ ზღვარს ზემოთ აქვთ იმპორტი და გარკვეული ოდენობის თანხა დაახლოებით მილიონის ფარგლებში გადახდილი. ისინი ამ დრომდე ორი სახის პრეფენერციებით სარგებლობდნენ, ერთი ეს არის დამატებით 25 დღიანი გადახდის გადავადება. მეორე პროცედურული ნაწილი, რაც გულისხმობს მცირე რისკების მქონე კომპანიებისთვის ნაკლებ საბაჟო პროცედურებს და საბაჟო შემოწმებებეს.

რაც არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.ზოგ ქვეყანაში მყისიერი გადახდის პერიოდი აქვს, ხოლო ზოგგან ხუთდღიანი,“ - განაცხადა ხუციშვილმა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

25.აგვისტო.2019 17:40
553

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
298

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
489

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
207

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
119

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
100

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად