20.დეკემბერი .2015 13:00

უკრაინის ფინანსთა სამინისტრო: უკრაინა რუსეთს ვალს ვერ გადაუხდის

views 1170
უკან

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა გადაუხადოს რუსეთს ვალი იმ პირობებით, რომელიც თავდაპირველად იყო დადგენილი, კერძო კრედიტორების წინაშე სხვა ვალების რესტრუქტურიზაციის ფონზე. უწყებამ პოზიცია რუსეთთან ვალის გასტუმრების უუნარობაზე სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით დაადასტურა. ცოტა ხნით ადრე რუსეთმა განაცხადა, რომ არ სურს შეთავაზებულ განახლებულ პირობებს დათანხმდეს, რომელიც უკრაინის ვალის კერძო სექტორში რესტრუქტურიზაციას ითვალიწინებს. უკრაინის ვალი რუსეთის მიმართ 3 მილიარდი დოლარია მისი გადახდის ვადა 2015 წლის დეკემბერში იწურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა