16.დეკემბერი.2015 17:42
მსოფლიო

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ავეჯის ბიზნესი დატოვა

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ავეჯის ბიზნესი დატოვა
უკრაინის ეროვნული ბანკის საქმიანობა 2015 წელს, სავარაუდოდ "ყველაზე ცუდად" შეფასდება, თუმცა მარეგულირებელმა ავეჯის ბიზნესიდან მაინც შეძლო გამოსვლა, - წერს Bloomberg.
 
სააგენტომ ქვეყანაში სახელმწიფო ჩინოვნიკების რაოდენობა დათვალა და აღმოჩნდა, რომ უკრაინის ეროვნულ ბანკში 18 თვის განმავლობაში, იმ პერიოდში, როცა მას ვალერია გონტარევა ხელმძღვანელობს, 12 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირეს. Bloomberg -ის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულ ბანკს ათობით მცირე ავეჯის საწარმო ეკუთვნოდა, რომლებიც თაროების და ბრონირებული კარებების წარმოებით იყვნენ დაკავებული. საწარმოები კიევის გარეუბანში, ბანკის საკუთარებაში არსებულ შენობაში იყო განთავსებული.

"ჩვენ ვიპოვეთ მთელი საწარმო, რომლის შენახვა წელიწადში $260 ათასი ჯდებოდა. ეს დამოუკიდებელი წარმოება იყო, სადაც 65 ადამიანი მუშაობდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილემ ვლადისლავ რაშკოვანმა.

უკრაინის სახელმწიფო სამსახურში ჯამში 335 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე მეზობელ პოლონეთში, ხოლო პოლონეთის ეკონომიკა 4-ჯერ დიდია, ვიდრე უკრაინის.

წინა პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, სახელმწიფო აპარატის მომსახურება ქვეყნის მშპ-ის 47% ჯდებოდა და ეს უფრო მეტია, ვიდრე ნავთობით მდიდარ ნორვეგიაში. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ პირობა დადო, რომ ამ ხარჯს 2016 წელს მშპ-ის 41%-მდე შეამცირებს.

18.ივნისი.2019 00:20
398

ბრედლი კუპერი: მსახიობის ქონება

ვრცლად
17.ივნისი.2019 23:30
614

წყალში ჩაძირული თვითმფრინავი

ვრცლად
17.ივნისი.2019 23:30
243

Huawei პროდუქციას ამცირებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 22:10
336

ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვენესუელა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას იწყებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 21:05
404

ბიტკოინის ფასი 9000 აშშ დოლარს გადაცდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:25
14222

ქართველების უკანონოდ გადაყვანა ისრაელში - დაკავებულია 14 ადამიანი

ვრცლად