მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით 3 ქართველის დაკავებას საქართველოს შსს ადასტურებს

5d5ae24c1c54c
მიხეილ ხაჩიძე
19.08.19 21:47
2860
უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.  აღნიშნილი bm.ge-ის საქართველოს შს სამინისტროშიც დაუდასტურეს.


როგორც უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულები უკრაინის მოქალაქის სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ.  ამავდროულად, კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა; შეიარაღებულებმა მეპატრონეები დააბეს, ძვირფასეულობა და ფული კი, წაიღეს.


უკრაინელმა ძალოვანებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე აიყვანეს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისინი შეიარაღებულები იყვნენ. როგორც პოლიცია ვარაუდობს, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო.






როგორც უკრაინის პოლიციის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ერთ-ერთი დაკავებული, სავარაუდოდ, საქართველოს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძეა.

დამატებით bmg-ისთვის  ექსკლუზიურად ცნობილი ხდება,  გოჩაძე უკრაინაში  ნამდვილად იმყოფებოდა; ის კიევში ქართული რესტორნის გახსნას აპირებდა. 





ასევე, დანარჩენი ორი დაკავებულიც, სავარაუდოდ, ყოფილი სპეცრაზმელები არიან.