უკრაინის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოსახლეობისთვის გაზის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სააგენტო Unian-ი წერს.
ახალი პრემიერის ვლადიმერ გოისმანის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებისათვის გაზის საფასური 1000 კუბ.მეტრზე 6879 გრივნა იქნება. ახალი ტარიფები ძალაში 1 მაისიდან შევა.
ტარიფის გაზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის მისაღებად გახდა აუცილებელი.
ტარიფის გაზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის მისაღებად გახდა აუცილებელი.