მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა რუსეთთან კონტრაქტის გაფორმების გარეშე ყირიმს ელექტროენერგიით არ მოამარაგებს

5698990034e4b
BM.GE
15.01.16 10:50
1257
უკრაინა არ აპირებს რუსულ მხარესთან შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების გარეშე ყირიმი ელექტროენერგიით მოამარაგოს - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის და მრეწველობის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა. "რუსეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ის არ არის მზად მოაწეროს ხელი შეთანხმებას რომლის პირობებიც უკრაინამ შეადგია, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია კი ცნობილია:ჩვენ არ შეგვიძია, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი", - მინისტრის ციტატას Deutsche Welle ავრცელებს. შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, მინისტრის თქმით უადგილოა ფასებზე მსჯელობის დაწყება. „ამ დროისთვის შეთანხმება არ არსბობს, შესაბამისად ჩვენ მომარაგებას არ ვაპირებთ", განაცხადა დემჩიშინმა. რამდენიმე დღით ადრე ყირიმის პროკურატურამ დანაკარგი, რომელიც ელექტრომომარაგების შეზღუდვამ გამოიწვა, 361 მილიონი რუბლით შეაფასა. საგანგებო რეჟიმი ყირიმში 22 ნოემბრიდან ამოქმედდა, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა კიევმა ელექტრო გადამცემ ანძებზე მომარაგება შეწყვიტა. 30 ნოემბერს „უკრენერგოს“ თანამშრომლებმა იმ გადამცემი ხაზების სარემონტო სამუშაოები რომლითაც ყირიმი მარაგდება დაასრულეს, თუმცა მიწოდება 8 დეკემბრამდე არ აღდგენილა. 2 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ყრიმთან ენერგო ხიდის პირველი ხაზი გაავლო. 10 დეკემბრისთვის გამტარუნარიანობა ამ ხაზზე 285 მეგა ვატამდე გაიზარდა. უკვე 15 დეკემბერს კი ენერგო მომარაგებისთვის მეორე ხაზი გაკეთდა.