23.მაისი .2019 00:10

უცხოური კომპანიები აზერბაიჯანში ქარის სადგურების აშენებით ინტერესდებიან

views 399
უკან

აზერბაიჯანული გამოცემა azernews-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად უზარმაზარი პროექტები ხორციელდება.

როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპისთვის კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში, ქარის ელექტროსადგურის აშენებით ყატარისა და ჩინეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები არიან დაინტერესებული; მთავრობა კი, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ქარის ელექტროსადგურების აშენება, ქვეყანაში ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

როგორც შპს Azeralternativenergy-ის თავმჯდომარე აცხადებს, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არ არის, რომელ კმპანიასთან დაიდება ხელშეკრულება.

აგჟრინ ბაკრიზადეს თქმით, აზერბაიჯანს ბუნებრივი რესურსებით ენერგიის მოპოვებისა დიდი პოტენციალი აქვს.

„მე მჯერა, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალში, ამ სფეროში განხორციელებული სამუშაო თავის დადებით ასპექტებს აუცილებლად აჩვენებს’’, - აცხადებს შპს Azeralternativenergy-ის ხელმძღვანელი.

ალტერნატიული ენერგიის სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების მეშვეობით, წლიურად დაახლოებით, 2.4 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა