12.ივნისი .2019 16:50

Uber-ის ტაქსები მალე ავსტრალიის ცაში გამოჩნდება

views 805
უკან

ამერიკული კომპანია Uber-ის ტაქსები ავსტრალიაში მალე გამოჩნდება. 


Bloomberg-ის ინფორმაციით, მფრინავი ტაქსის სერვისის გამოცდა 2020 წელს არის დაგეგმილი, ხოლო კომერციული ფრენები კი 2023 წლიდან დაიწყება. 

მელბურნი კი,  დელასისა და ლოს ანჯელესის შემდეგ, მესამე ქალაქი იქნება მსოფლიოში, სადაც კომპანია მფრინავი ტაქსების სერვისს წამოიწყებს.  

როგორც Uber-ში აცხადებენ,  მფრინავი ტაქსით მელბურნის ცენტრიდან აეროპორტმადე მისვლა სულ რაღაც 10 წუთში იქნება შესაძლებელი. მანქანა კი,  მონაკვეთის
დაფარვას  ერთ საათს ანდომებს.  ამას გარდა, მფრინავი ტაქსები საგზაო საცობებსა და ავარიებს შეამცირებს. 

მფრინავი ტაქსის მომსახურება მსოფლიოში რამდენიმე კომპანიას უკვე აქვს, მათ შორის არის გერმანული  სტარტაპი Lilium-ი, რომელმაც პირველი ელექტრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ გამოსცადა.   ლაინერმა საცდელი ფრენები მიუნხენთან ახლოს წარმატებით შეასრულა.


როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა განმარტა, 2025 წლამდე გერმანიაში უკვე მფრინავი ტაქსების გამოძახება შესაძლებელი იქნება.  5-ადგილიანი ლაინერის ფასი კი,  სატრანსპორტო ტაქსების ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს.