21.იანვარი .2016 11:21

ტყემალაძე ქადაგიძის ანგარიშზე: ახლა მიდის და ბოლოს უნდა კუდი მოიქნიოს

views 1229
უკან

„ახლა მიდის და ბოლოს უნდა კუდი მოიქნიოს და რაღაც განცხადებები გააკეთოს“, - ასე პასუხობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით „ბიზნესკონტაქტის“ კითხვას. ზურაბ ტყემალაძის თქმით, ანგარიშის მოსმენა რამდენჯერმე როგორც გიორგი ქადაგიძის, ისე პარლამენტის მიზეზით გადიდო. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის ანგარიშს უნდა მოუსმინოს, მაგრამ ეს არის საბჭოს ანგარიში და არა პრეზიდენტის.
 
„მე პრობლემა არ მაქვს, სიამოვნებით მოვუსმენ, მაგრამ დღეს ეხლა მიდის და ბოლოს უნდა კუდი მოიქნიოს და რაღაც განცხადებები გააკეთოს, - არ არის სწორი. მოვიდეს სიამოვნებით... გააკეთებს განცხადებას, კითხვებსაც დაუსვამენ, მიიღებს პასუხს. რაც უნდა ის ილაპარაკოს, რა პრობლემაა“, - განაცხადა ტყემალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა