14.აპრილი.2016 13:12
ეკონომიკა

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.

"ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია. თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან. რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას.

20.ივლისი.2019 00:20
54

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2025 წლისთვის გაექვსმაგდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 22:30
203

შსს-მ 2019 წლის 6 თვეში საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა - სტატისტიკა

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:24
215

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:10
280

"საბას" მოიჯარეები: ლარის გაუფასურების გამო, იჯარა 1200–დან 1500 დოლარამდე გაგვიძვირდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 20:30
163

"2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება" - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:42
198

გენადი არველაძე: სათამაშოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს წლის ბოლომდე მივიღებთ

ვრცლად