28.აპრილი .2016 10:24

Twitter-ის აქციები, პირველი კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, 11% ით გაუფასურდა

views 928
უკან

Twitter-ის აქციები, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პირველი კვარტლის ანგარიშის შემდეგ, დაახლოებით 11% ით გაუფასურდა -15,83 დოლარამდე. კომპანიის შემოსავალი გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით 36%-ით გაიზარდა 594,5 მილიონ დოლარადე, თუმცა ეს მონაცემი ბევრად ნაკლებია ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ 607,8 მილიონ დოლარზე.
 
კომპანია იმედოვნებს, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი 590 მილიონი დოლარიდან 610 მილიონ დოლარამდე იქნება. Thomson Reuters ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საშუალო შემოსავალი 677 დოლარი იქნება.

Twitter-ის მომხმარებელთა რაოდენობა 2015 წლის ბოლო კვარტალში 305 მილიონიდან 310 მილიონამდე გაიზარდა. წმინდა მოგება შემცირდა 79,7მილიონი დოლარით.