23.თებერვალი .2016 13:44

თვითმფრინავებით ლითიუმ-იონური ელემენტების გადატანა იკრძალება

views 1544
უკან

საერთაშორისო ავიაციის სააგენტომ ორშაბათს ახალი წესების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ლითიუმ-იონური ელემენტები თვითმფრინავში აღარ დაიშვება. ლითიუმ-იონური ელემენტებს საათები, კომიუტერები და მობილური ტელეფონები შეიცავენ. როიტერსის ინფორმაციით, ახალი წესები ძალაში 1 აპრილიდან შევა და ის სამოქალაქო თვთმფრინავებს შეეხებათ, ხოლო სატვირთო თვითმფრინავებზე შეზღუდვა არ გავრცელდება.
 
სააგენტო ლითიუმ-იონის შემცველი ნივთებისთვის, ახალი სტანდარტის შეფუთვასა და სპეციალურ კონტეინერებს 2018 წელს წარმოადგენს.

აკრძალვა ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას შეეხება.

ლითიუმის შემცველი ნივთების აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად ხანძრის გაჩენის საფრთხის თავიდან აცილება და თვითმფრინავებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება სახელდება.

თემასთან დაკავშირებით "ბიზნესკონტაქტი" საქართველოს ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ ახალი წესების შესახებ, ინფორმაცია ICAO_სგან წერილობით მიიღეს. დამატებით განმარტებებს, თუ რა ნივთებს შეეხება აკრძალვა, სააგენტო უახლოეს პერიოდში გაავრცელებს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა