13.აგვისტო.2019 15:01
ეკონომიკა

TV "პირველის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი: ამ მომენტისთვის ტელევიზიაში სიტუაცია საკმაოდ რთულია

TV "პირველის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი:  ამ მომენტისთვის ტელევიზიაში სიტუაცია საკმაოდ რთულია
TV "პირველში“ სიტუაცია ამ მომენტისთვის არის საკმაოდ რთული იმ მხრივ, რომ ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ, ამ ფაილების აღდგენას შევძლებთ თუ არა, ან როდის შევძლებთ ეთერში სრულფასოვნად ყოფნას,“ - ამის შესახებ „TV პირველის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნანა აბურჯანიძემ ტელევიზიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ტელევიზიისთვის მიყენებული ზიანის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია უცნობია.

„ამ ეტაპზე დაზიანების მოცულობა არ ვიცით, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ფაილების რაღაც ნაწილი შესაძლოა არ იყოს დაზიანებული და სრულ აღდგენას არ საჭიროებდეს  ან შესაძლოა, მთლიანად საჭიროებდეს, ამიტომ სერვერი არის დიაგნოსტიკაზე წაღებული.

შს სამინისტროს კიბერუსაფრთხოების განყოფილების გამომძიებლების და სპეციალისტები პირველადი შეფასებით, ეს არის კიბერშეტევა ე.წ. კრიპტო ვირუსი. მათ ჩვენ ყველა იმ ინფორმაციას მივაწვდით, რაც მათ გამოითხოვეს, რომ გამოძიება დაიწყოს და გაგრძელდეს და ამ ვირუსის წარმომადგენლობა დადგინდეს, ასევე ტელევიზიას რა მოცულობის ზიანი მიადგა. ჩანაწერები და დავირუსებული ფაილები ჩვენ მათ უნდა მივაწოდოთ,“ - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

ცნობისთვის: დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე „TV პირველის“ ცენტრალურ სერვერზე კიბერ შეტევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება. ამ ეტაპზე ტელევიზია პირდაპირი ეთერის რეჟიმის მეშვეობით შეფერხებით მაუწყებლობს.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 21:00
80

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
2937

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
93

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
183

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
121

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
60

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად