13.აგვისტო .2019 21:34

Tv “პირველზე“ კიბერშეტევის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

views 335
უკან

Tv “პირველზე“ კიბერშეტევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს.

ცნობისთვის: დაახლოებით, 13 აგვისტოს, 05:00 საათზე ჰაკერებმა ტელევიზიის სერვერები გატეხეს და მთლიანად წაშალეს, როგორც ვიდეოარქივი, ასევე მაუწყებლობისთვის საჭირო პროგრამები. მთალიანად დავირუსებულია კომპიუტერული ქსელი, სამონატჟო და კომპიუტერული სერვერები.

დღის განმავლობაში, ფაქტის გამოსაკვლევად tv “პირველში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების განყოფილების გამომძიებლების და სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომელთა პირველადი შეფასებით, ეს არის კიბერშეტევა ე.წ. კრიპტო ვირუსი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა