12.სექტემბერი .2019 15:25

თუთუნის აქციზის გარეშე შემოტანით ბიუჯეტმა რამდენიმე ათეული მილიონით იზარალა

views 468
უკან

დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში თამბაქოს შემოტანა სწორედ 500 გრამზე მეტი მოცულობით, ანუ დაჭრილი სახით ხდება, რაც ნულოვან დაბეგვრას ექვემდებარება.

"პრობლემა დადგა სწორედ ის, რომ კანონმდებლობაში არსებობდა და დღესაც არსებობს უცვლელი ნორმა, რომ გადასახადი თამბაქსოთან მიმართებაში იყო მიბმული შეფუთვის სახეობაზე, კერძოდ რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად პროდუქტის, ე.წ გასახვევი თამბაქოს იმპორტი ხდება დაუბეგრავად, ანუ აქციზის გადასახადის გარეშე.

ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობაში 10 წელზე მეტია ესეთი ნორმა არის ჩარჩენილი, რომ 500 გრამზე მეტი მოცულობით თუ შემოდის თამბაქო, მისი განაკვეთი არის ნულოვანი.

წინა ცვლილებების შემდგომ არსებითად შეფუთვების მოცულობა დაიწყო სწორედ ამ ფორმით, საბაჟოზე იმპორტის დროს 500 გრამზე მეტი შეფუთვით და მისი დაბეგვრა არ ხორციელდება და ვერ ხორციელდებოდა. შესაბამისად, ამან რამდენიმე ათეული მილიონით დანაკლისი გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტში", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა