მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთში მომხდარი უბედური შემთხვევა - ფოტოები

5d038fdb1f281
მიშა ხაჩიძე
14.06.19 16:15
3413
თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა - არის მსხვერპლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში იმ ადგილზე, სადაც ავტომანქანა გადავარდა, სამაშველო ჯგუფები უკვე გასულია. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რამდენი ადამიანი და რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ავტომობილში. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილური კავშირი არ არსებობს და დამატებითი დეტალები მათთვის უცნობია.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი მიშა ხაჩიძე შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი დაზიანებებით სასწრაფომ გადაიყვანა.

ინციდენტი თუშეთის გზაზე ე.წ აბანოს ხიდთან მე -18 კილომეტრზე მოხდა, ავტომობილი, რომლითაც ორი მამაკაცი მგზავრობდა, ხრამში გადაიჩეხა.