27.იანვარი.2016 15:15
ეკონომიკა

თურქმენეთი საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული

თურქმენეთი საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული
27 იანვარს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, ბაიარ აბაიევს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
 
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენ კოლეგას საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქმენეთი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებით, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებით და საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი ვიზიტების დროს აქტიურად განიხილება თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ორმხრივი ეკონომიკური სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები და სხვა.

2015 წელს სავაჭრო ბრუნვა თურქმენეთთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52.1%-ით გაიზარდა და 127.26 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1.3%-ს წარმოადგენს. მათ შორის ექსპორტი გაიზარდა 12%-ით, განისაზღვრა 16.05 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს ექსპორტის 0.7% შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 60.4%-ით, განისაზღვრა 111.21 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს იმპორტის 1.4% შეადგინა.

22.აგვისტო.2019 12:15
71

ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში 29 აგვისტოს გამოცხადდება

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:49
251

რას გულისხმობს ხაზარაძე–ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:39
67

წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებაში ხაზარაძე–ჯაფარიძის დახმარებას ედავება

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:34
51

წერეთელი პროკურატურაში 18:00 საათზე, ჯაფარიძე–ხაზარაძე 19:00 საათზე დაიბარეს

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:21
123

პროკურატურამ ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის დაიბარა

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:12
585

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა

ვრცლად