მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა გერმანიისგან პირველ კვარტალში 184,1 მლნ ევროს საბრძოლო ტექნიკა შეისყიდა

5d30716fe15ee
მიხეილ ხაჩიძე
19.07.19 00:10
1118
თურქეთმა გერმანიისგან 2019 წლის პირველ კვარტალში 184,1 მილიონი ევროს საბრძოლო ტექნიკა შეისყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელ დეპუტატზე დაყდრნობით, საინფორმაციო სააგენტო dpa ავრცელებს.

საუბარია, სხვადასხვა სახის სამხედრო შეიარაღებაზე, მათ შორის, 214 კლასის - წყალქვეშა ნავების (U-Boote 214) ასაშენებლად საჭირო ტექნიკაზე, რომლებსაც თურქეთი გერმანული კონცერნის ThyssenKrupp Marine System-ის დახმარებით აგებს.

გერმანიის მთავრობამ ნაწილების ექსპორტზე თანხმობა ჯერ კიდევ 2009 წელს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S-400-იც შეიძინა. ოფიციალურმა ანკარამ ტექნიკის პირველი ნაწილი გასულ კვირას მიიღო. შეიარაღების პირველი ეტაპი, ანკარასასთან ახლოს, მურტედის საჰაერო ავიაბაზაზე ჩაიტანეს; ამით თურქეთი ნატოს წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსეთისგან S-400-ის სისტემა შეისყიდა.