18.იანვარი.2016 11:21
მსოფლიო

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს
თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს. ამის შესახებ, თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მაჰირ უნალი აცხადებს. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის იანვრიდან ნოემბრამდე თურქეთს 3,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლებია. საერთო ჯამში თურქეთში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 1.4 პროცენტით შემცირდა. თუმცა, როგორც მინისტრი მაჰირ უნალი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ ანტალიაში აპრილიდან ოქტომბრამდე დაგეგმილი გამოფენა „ექსპო“ საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვს გაზრდის, რაც რუსი ტურისტების ერთგვარი კომპენსირება იქნება. მისივე განცხადებით, ანკარა მზადაა ევროპული ტუროპერატორების და ავიაკომპანიების მუშაობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმისათვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მიიზიდოს ქვეყანამ.

თურქეთში რუსი ტურისტების რიცხვი მას შემდეგ შემცირდა, რაც მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. კერძოდ, რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა გასული წლის ნოემბრის შემდეგ შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ბომბდამშენის ჩამოდგება გახდა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. მომხდარის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

22.აგვისტო.2019 00:04
147

მზის ენერგია ევროპაში - ტრენდული და ხელსაყრელი

ვრცლად
21.აგვისტო.2019 23:00
34

როგორ მოქმედებს სიგარეტი ძილზე? - ამერიკული კვლევის შედეგები

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:15
982

პოლონეთი გერმანიისგან 850 მლრდ დოლარს ითხოვს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:00
73

პრაღაში ძვირადღირებული სოფელი აშენდება - ჩეხური მედია

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:40
144

"ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენას ორი წელი დასჭირდება" - რუსული მედია

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:00
119

სიგნალი ჩინეთს - აშშ-მა ტაივანს გამანადგურებელი თვითმფრინავები მიჰყიდა

ვრცლად