მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულშია

5d5a5f2d69762
თელარა გელანტია
19.08.19 13:55
961
2019 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66% შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (864.5 მლნ. აშშ დოლარი) ჩინეთი (501.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (486.3 მლნ. აშშ დოლარი).

ათეულში კი, აზერბაიჯანი, გერმანია, აშშ, უკრაინა, სომხეთი, იტალია და რუმინეთიშ შედია.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (999.6 მლნ. აშშ დოლარი) რუსეთი (790.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (600.6 მლნ. აშშ დოლარი).

ცნობისთვის: 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 065.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 102.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 963.1 მლნ. აშშ დოლარს (4.7%-ით ნაკლები).