მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ლარის კურსზე: არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე

5d120360a7c4a
BM.GE
25.06.19 15:17
963

„ამ ეტაზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რაც შეეხება ტურიზმში არსებულ ვითარებას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე. ვფიქრობთ, ამას არ მივიყვანთ იქამდე, რომ ეს გამოწვევა სერიოზულ პრობლემას შექმნიდეს. აქტიურად ვმუშაობთ მისი განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 25 ივნისის ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურდებით დაიწყო. ამჟამად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.82 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყსიში არსებულ 2.80-თან შედარებით 2 თეთრით მეტია. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ გაცვლით კურსს 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ ეს გაუფასურება გავლენას ოფიციალურ კურსზეც მოახდენს.

ლარის არსებობის ისტორიაში, დოლართან მიმართებით გაუფასურების პიკი სულ რაღაც ერთი თვის წინ დაფიქსირდა. 2019 წლის 31 მაისს ლარის კურსი 2.8023 გახდა, რაც მაშინ ისტორიულ მინუმუმს წარმოადგენდა.