14.აგვისტო.2019 13:04
ეკონომიკა

თურნავა: ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება

თურნავა: ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება

ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება.

„ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურის იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება.

ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.

რასაკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინებმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, ჩვენ ეკონომიკური რეფორმებით ვამყარებთ ეკონომიკურ განვითარებას, ვთვლით, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება“, - განაცხადა თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ეროვნული ბანკის ინტერვენციის აუცილებლობას ის ვერ ხედავს.

„ამ ეტაპზე მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეროვნული ბანკი, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, ნებისმიერ დროს, როცა დაინახავენ აუცილებლობას, რომ ინტერვენცია განახორციელონ, მზად არიან ამისთვის და ეს დადასტურდა კიდეც ამ დღეებში, განახორციელეს ინტერვენცია. მაგრამ მთავარი, რაც ლარს უნდა ამყარებდეს, ეს არის ეკონომიკური განვითარება და არა ინტერვენცია“, - განაცხადა თურნავამ.

წყარო: ipn.ge


23.აგვისტო.2019 17:40
44

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
143

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
113

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
132

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
214

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
587

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად