მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორის რა რეკომენდაციები გაითვალისწინა მთავრობამ?- მინისტრის განმარტება

5d2f33608abf6
ელენე გოგბერაშვილი
17.07.19 18:36
813
ტურიზმის სექტორმა რუსული ავიასანქციების საპასუხოდ 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც ეკონომიკის მინისტრს წარუდგინეს. სექტორის გეგმა ასეთია:

1. ბაქოდან და ერევნიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნოს შატლი;

2. ჩარტერული რეისების სუბსიდირება;

3. საგადასახადო შეღავათები სექტორს;

4. დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური მუშაობა;

5. ტურ-ოპერატორების პიარ-კამპანიების გააქტიურება;

6. საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით ირანელი და ინდოელი ტურისტების პრობლემების მაგალითზე;

7. booking.com-თან შეღავათებსა და ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე (მათ ცალკე ქვეყნად აქვთ მითითებული აფხაზეთი) მოლაპარაკება;

8. შიდა ტურიზმზე მუშაობის გაძლიერება;

9. Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ძიების სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესება;

10. მეტი ცნობადი სახეების მოწვევა საქართველოში.

ტურიზმის სექტორის რეკომენდაციებიდან მთავრობამ რამდენიმე გაითვალისწინა.

„ჩვენი ანალიზის შედეგად ერევნიდან უმჯობესია ხელი შევუწყოთ ავიაფრენებს და „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს რეისებს მათ შორის რუსეთის ქალაქებიდან ერევნის გავლით საქართველოში და ჩვენ ვეხმარებით მათ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანუ ასე გადაწყდა ერევნის მიმართულება.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიმართულებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ შორის აზერბაიჯანულ საავიაციო კომპანიებთან, რომ მათ ბილეთში მოახდინონ შატლების ინტეგრირება.

ასევე ჩვენ სხვადასხვა ქალაქში შეხვედრების შემდეგ დამატებითი ინიციატივა დავამატეთ, მაგალითად ქუთაისში წარმოიქმნა საკითხი, რომ წყალტუბომდე არის საჭირო შატლების დაფინანსება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და აქაც ჩვენ ვაყენებთ შატლებს.

ჩვენ ანალიზის შედეგად, ქონების გადასახადი, დღგ და სხვადასხვა გადასახადი შეეხებოდა მსხვილ ბიზნესს და მსხვილ სასტუმროებს. ამ კონკრეტული გამოწვევების გამო მსხვილი სასტუმროები ნაკლებად დაზარალდნენ და ძირითადად რუსეთის ტურისტი არის მიმართული მცირე საოჯახო სასტუმროებისკენ. აქედან გამომდინარე ჩვენს ფოკუსში არის მცირე სასტუმროები და მცირე ბიზნესები და არა მსხვილი ბიზნესები“-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.