04.დეკემბერი.2015 17:41
ბიზნესი

ტურიზმის "სტრატეგია 2025" ტურიზმის შემოსავალის 5.5 მილიარდ დოლარამდე ზრდას ითვალისწინებს

ტურიზმის "სტრატეგია 2025" ტურიზმის შემოსავალის 5.5 მილიარდ დოლარამდე ზრდას ითვალისწინებს
საქართველომ ტურიზმის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია შეიმუშავა. დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრიამ მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მოამზადეს.
 
დოკუმენტი ითვალისწინებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას მთლიან შიდა პროდუქტში დღეს არსებული 1.8 მლრდ აშშ დოლარიდან 5.5 მლრდ აშშ დოლარამდე. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორისაა ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ტურიზმის სფეროსა და მასთან მიმდებარე სექტორებში. „მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად გვინდა რომ გაორმაგდეს დასაქმებულთა რაოდენობა ტურიზმში და ტურიზმთან მიმდებარე სექტორებში“ - განაცხადა მინისტრმა.

თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილი შეეხო ახალ სამიზნე ბაზრებს, ასევე ჩამოთვალა ტურიზმის სექტორის ძირითადი მიმართულებები. მისი განცხადებით, ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, როგორიცაა სამთო-სათხილამურო ან საზღვაო ტურიზმი, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, განავითაროს კულტურულ-შემეცნებითი, რეკრეაციული, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო, აგრარული, ე.წ. MICE-ტურიზმი და სხვა მიმართულებები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტრატეგიის არსებობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, უკეთ დაგეგმოს საქმიანობა, რათა საბოლოო ჯამში, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

"ჩამოყალიბებული "ხედვა 2025" შემდეგია: 2025 წლისთვის საქართველო კარგად იქნება ცნობილი როგორც პრემიერ კლასის, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული დანიშნულების ადგილი, გამორჩეული თავისი უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, მსოფლიო კლასის სერვისით და სტუმარ–მასპინძლობის უკვდავი ტრადიციით. ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციების, განათლების, მარკეტინგის და უნიკალური ქართული შთაბეჭდილებების შეთავაზების გზით საქართველო ტურიზმის დარგში კონკურენტუნარიანი ქვეყნების პირველ რიგებში იქნება და მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების ყველაზე მაღალი ხარჯვითი პოტენციალის მქონე სეგმენტს", - განმარტავენ უწყებაში.

15.ივნისი.2019 11:20
2980

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1039

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
300

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
438

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
554

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1171

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად