მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურები "Game of Thrones"-ის ნაკვალევზე - ტურისტული სააგენტოების შეთავაზება

5ce2d6d45b34a
მიშა ხაჩიძე
21.05.19 01:00
1754
„Game of Thrones“-ის მერვე სეზონის ბოლო სერია მილიონობით ადამიანმა ნახა. მათ, ვისაც ყველაზე ხმაურიანი სერიალის დასრულება ძნელად წარმოედგინა, ტურისტული სააგენტოები 7 სამეფოს სამყაროში მოგზაურობას სთავაზობენ.

ადგილებში, სადაც სერიალს იღებდნენ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს რეალურ ვესტეროსა და ესოსში იმყოფებით. ტელესერიალის მოქმედება ფიქტიურ სამყაროში ხდება, თუმცა ევროპული ქალაქები, სადაც მას იღებდნენ, ტურისტული ატრაქციონებია.

„Game of Thrones“-ის მნიშვნელოვან ლოკაციები:

დუბროვნიკი (ხორვატია)

ხორვატიული დუბროვნიკი სერიალში King's Landing-ად იწოდება და შვიდი სამეფოს დედაქალაქია. ქალაქი ხმელთაშუაზღვისპირეთში, კუნძულ ლოკრუმზე მდებარეობს, სწორედ აქ არის გადაღებული სერიალის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. დუბროვნიკი, რომელიც 1979 წელს იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს; ეს ის ქალაქია, რომელსაც ბოლო სეზონში დეინერის ტარგარიენი დრაკონებით გადაწვავს. ლოვრიჯენაკის ციხესიმაგრე, რომელიც სანაპიროზე მდებარეობს, 7 სამეფოს მეფის რეზიდენციაა და ის სწორედ ადგილია, სადაც რკინის ტახტია განთავსებული და ბოლო სეზონამდე სენსეი ლანისტერი ცხოვრობს.
GoT- ის ფანებს ქალაქი 3-საათიან ორ სხვადასხვა სახის ტურს სთავაზობს, სერიალის უმნიშვნელოვანესი ლოკაციების დათვალიერება და ყინულის ტახტზე ფოტოს გადაღება, 20, 25 და 43 ევრო ევროდ არის შესაძლებელი. ტურები ყოველდღიურად 10:00, 12.30 და 15.30 საათზე იწყება, შეხვედრის ადგილი პილეს ჭიშკარია, გიდი კი, ხელში ტარგარიანის დროშით დაგელოდებათ.

მალტა

სერიალისთვის მეორე ასევე უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა მალტა. პირველ სეზონში, მანამ, სანამ 7 სამეფოს დედაქალაქის სცენებს დუბროვნიკში გადაიღებდნენ, ლანისტერების რეზიდენციის როლს, მალტას ყოფილ დედაქალაქ მდინასთან ახლოს მდებარე ფორტ რიკასოლის ( Fort Ricasoli ) ციხე-სიმაგრე ასრულებდა, ხოლო მალტას პრეზიდენტის რეზიდენცია Verdala Palace დეინერის ტარგარიენისა და დრაგოს პირველი შეხვედრის ადგილი იყო. პირველ სეზონის ეპიზოდებში ასევე გამოჩნდა, მალტას პრეზიდენტის მეორე რეზიდენცია San Anton Palast -იც.

მალტას ტურისტული სააგენტოები ფანებს, სერიალის ლოკაციების მრავალფეროვან ტურებს სთავაზობენ; 9-საათიანი ქალაქის შემოვლითი ტური ანეკდოტებითა და სასცენო ეპიზოდების გახსენებით 59 ევროდან იწყება.


ჩრდილოეთ ირლანდია

ბელფასტთან ახლოს მდებარე ბნელი ხეივანი Dark Hedges, რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს და უცნაურ სანახაობად ითვლება, ‘’სამეფო კარის თამაშებში’’ ლანისტერების სამეფოს სასახლემდე მისაღწევი ბილიკია - ეს სწორედ ის ბილიკია, საიდანაც არია სტარკი იპარება. Ward –ის სასახლე (Castle Ward) კი, ის კოშკია, სადაც ვინტერფელის სცენებია გადაღებული.

ადგილობრივი ტურისტული სააგენტო 4-დღიან ტურებს, ღამის გათევით და სასცენო ადგილების მონახულებით ტურისტებს 399 ევროდ სთავაზობს.

ესპანეთი

სევილიას სამეფო რეზიდენცია და ეზო სერიალის მეხუთე სეზონში პრინც ობერინ მარტელის სახლია ნახევარკუნძულ დორნში, რომელიც ვესტეროსის სამხრეთით მდებარეობს და 7 სამეფოს ერთ-ერთი კონსტიტუციური რეგიონია; სწორედ სევილიას სასახლეშია გადაღებული მეხუთე სეზონის ბევრი ძირითადი სცენა. სევილიადან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ ოსუნას რამდენიმე შენობა-ნაგებობა, ასევე ამავე ეპიზოდის გადასაღები კულისები იყო; აქვეა გადაღებული დეინერისის პირველი გასეირნება დრაკონით.

კატალონიაში მდებარე შუასაუკუნეების ქალაქი ჟირონა კი, მეექვსე სეზონის მთავარ დეკორაციად იქცა. სეზონის სერიების მთავარი ეპიზოდები კათედრალურ ტაძარსა და არაბულ აბანოებშია გადაღებული. მეექვსე სეზონის სერიებში, ძველი სეზონის ლოკაციებიც ჩანს, მათ შორის ალკასაბას და საფრას ციხე-სიმაგრეები ესპანეთში.
აღნიშნულ ადგილებში სპეციალური ტურისტული მარშურტები სერიალის ფანებისთვის აქტიურად ეწყობა. ჟირონას ერთდღიანი ტური მნიშვნელოვანი სასცენო ატრაქციონების მონახულებით 57 ევროდან იწყება.

ისლანდია

ესპანეთის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა ირლანდიაში გადაინაცვლა და რამდენიმე ეპიზოდი ანტრიმის საგრაფოშიც გადაიღო. აქ უკვე კედლის სცენებია აღწერილი. მიუვატნის ტბა და ვატნაიეკუდლის მყინვარი ამ ეპიზოდების მთავარი ლოკაციები იყო. მყინვარი უკვე ისლანდიაში ჯონ სნოუს სახელსაც ატარებს. მას „ჯონ სნოუს მყინვარი’’ ადგილობრივებმა შეარქვეს. თოვლიანი ქარიშხალის სცენა მეორე სეზონში ჰვერარონდის მთებშია გადაღებული. მერვე სეზონში ჯონ სნოუს პირველი გასეირნება დრაკონით, დეინერისითან ერთად კი, სკოგაფოსოს ულამაზეს ჩანჩქერთან შედგა, ხოლო ბოლო სეზონის საფინალო სერიისთვის ძირითადად სცენები ისლანდიის დედაქალაქ რეიკეავიკშია გადაღებული.

ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები მსურველებს ბევრი სახის ტურს სთავაზობენ: „Game of Thrones“-ის პაკეტი , რომელიც 4-დღიანია 782 ევრო ღირს; 8-საათიანი გასეირნება ტურისტული ავტობუსით 91,66 ევრო ჯდება.

მაროკო

აით ბენ ჰადუს უდაბნოში ბევრი ცნობილი ფილმის კულისები ყოფილა გადაღებული, მათ შორის ‘’მუმიის’’ ‘’პერსიას პრინცის’’ ‘’გლადიატორის’’ და სხვა. აქაა გადაღებული „Game of Thrones’’-ის მესამე სეზონის რამდენიმე სერია. მათ შორის ფიქტიური ქალაქ იუნკაის ეპიზოდი, სადაც ტყვეთა აჯანყება ხდება, ესოსის გამოგონილ ტყვეთა ქალაქი ასტაპორი, საიდანაც დეინერისის ათავისუფლებენ მაროკოს საპორტო ქალაქ ელ სუვაირაშია გადაღებული.
‘’ზამთარი მოდის’’ - ამ სლოგანით ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები უამრავ სახალისო და დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ. ხუთდღიანი ტური, საცხოვრებლითა და კვებით 950 ევრო დაგიჯდებათ.