13.აგვისტო.2019 17:40
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

„თუ გგონიათ, რომ სებ-ის რეზერვების გამოყრა არის რესურსი <ლარის გამყარების>, ძალიან ცდებით"

„თუ გგონიათ, რომ სებ-ის რეზერვების გამოყრა არის რესურსი <ლარის გამყარების>, ძალიან ცდებით"
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, არის რესურსი, რომ ლარი ცოტა კიდევ გამყარდეს და ეს რესურსი არა - ეროვნული ბანკის ინტერვენციები, არამედ მზარდი ექსპორტია.

ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ლარის გაუფასურებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას ლარის გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყვია.

„ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის. როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ხელი არ შევუწყოთ ლარის გაუფასურებას. პირიქით, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. თუმცა, არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის ნებისმიერ შემთხვევაში.

ეს მუდმივი პროცესია, ყოველდღიურად პოულობს. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ კიდევ უფრო, ცოტა გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი.

იმედია, ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი. თქვენ თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყია არანაირად,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 17:40
3

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
3

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
95

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
109

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
131

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
204

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად