11.ივლისი .2019 20:20

თსუ-ს მეორე კორპუსის რეაბილიტაციისთვის 25 მლნ ლარი დაიხარჯება

views 578
უკან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია, რომლის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარია.

შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ტენდერში გამარჯვებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კალენდარულ თვეში.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია შიდა და გარე ფასადის სამუშაოები, გამაგრების სამუშაოები, სამღებრო სამუშაოები,სანტექნიკა და ელექტროობა, გათბობის სისტემა და ა.შ.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მირება მთავრდება 1 აგვისტოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა