მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტროპიკულმა ქარიშხალმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა

5d2c9622b2e40
მიშა ხაჩიძე
15.07.19 23:00
555
ამერიკული ბიზნეს-პორტალების ცნობით, ქარიშხალ "ბარის" გამო, მექსიკის ყურეში ენერგეტიკულმა კომპანიებმა ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირეს.

კერძოდ, უამინდობის გამო, უქმეებზე ნავთობის პროდუცირება დღეში 73%-ით - 1,38 მილიონი ბარელზე იყო შემცირებული, ხოლო, ბუნებრივი აირის წარმოებამ დაახლოებით, 62%-ით იკლო.

უამინდობის გამო, მთლიანობაში, მექსიკის ყურეში 283 ნავთობის მწარმოებელმა პლატფორმამ მუშაობა დროებით სრულიად შეაჩერა.

შტორმი"ბარი" აშშ-ის სამხრეთ სანაპიროს უქმეებზე დაატყდა. სტიქიამ ასობით საცხოვრებელი სახლი დატბორა, ქვეყნის რამდენიმე ქალაქი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.