მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა სანქციები ირანის სულიერ ლიდერსაც დაუწესა

5d11be137de3e
მიხეილ ხაჩიძე
25.06.19 10:50
955


ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ახალ სანქციებს უწესებს. 

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. შეზღუდვების ახალი ტალღა სხვებთან ერთად ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხომეინზეც ვრცელდება.  შტატების პრეზიდენტის  განკარგულებით, ირანის სულიერ ლიდერს ფინანსურ რესურსებზე წვდომას შეუზღუდავენ.

როგორც თეთრი სახლის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლას განაგრძობს.

სანქციების დაწესების მიზეზი ამჯერად ირანული მხარის მიერ, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება გახდა. გასულ კვირას, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკული დრონი ჰორმუზგანის პროვინციაში ჩამოაგდეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.