მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის მაღლობები - ისრაელის ახალი დასახლება

5d0737b70da8f
მიხეილ ხაჩიძე
17.06.19 11:30
1248
ისრაელში, გოლანის მაღლობზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემად ახალი დასახლების მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ოფიციალურ ცერემონიას ისრაელის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წერვები ესწრებოდნენ.

დასახლება, რომელსაც Ramat Trump -  ქართულად "ტრამპის მაღლობები" ეწოდა, თავდაპირველად 120 ოჯახზე იქნება გათვლილი, თუმცა მომავალში მისი გაფართოებაც იგეგმება. ახალ ქალაქში უკვე დაკიდეს ტრამპის საპატივსაცემოდ გაკეთებული აბრაც, ასევე – ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.

ტრამპის სახელობის დასახლების აშენებით ისრაელის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავს, რადგან ტრამპმა გოლაის მაღლობები ისრაელის ნაწილად ოფიციალურად მიმდინარე წლის მარტში აღიარა, მანამდე კი, 2017 წელს თეთრი სახლის ლიდერმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი ცნო და აშშ–ის საელჩოს იქ გადატანის ბრძანება გასცა. 

გოლანის მაღლობები დღემდე სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. 1967 წლამდე ის სირიის პროვინცია კუნეიტრის შემადგენლობაში შედიოდა. ექვსდღიანი ომის შემდეგ კი ისრაელმა მისი დაკავება შეძლო, ხოლო 1981 წელს ქნესეთის მიერ მიღებული კანონით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი გამოცხადდა.