დონალდ ტრამპმა მიზეზად დანიის ხელისუფლების მეთაურის პოზიცია დაასახელა. როგორც რამდენიმე დღის წინ დანიური მედია იუწყებოდა, დანიის პრეიერმა მეტე ფრედერიქსენმა გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდი უწოდა.
ტრამპმა კვირას გაკეთებულ განცხადებაში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნამდვილად სურს კუნძულის შეძენა და სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშნველოვანი საკითხია.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში დანიაში დანიის დედოფლის მოწვევით მიემგზავრებოდნენ. დაგეგმილი იყო ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები; მთავარი აქცენტები ეკონომიკურ კავშირებზე გაკეთდებოდა.