მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი - ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური კუთხით ვითარდება

5d2f4140cc66b
მიხეილ ხაჩიძე
17.07.19 20:20
1086
ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პოზიტიური კუთხით ვითარდება - განცხადება ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერმა გააკეთა.

დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყნებს შორის საგრძნობი პროგრესია მიღწეული.

“დიდი ნაბიჯებია წინ გადადგმული, ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები’’- დასძინა შტატების პირველმა პირმა.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, რომ ისინი ირანთან მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

“ირანში განაცხადეს, რომ მზად არიან რაკეტის პროგრამაზე მოლაპარაკებებისთვის, ეს კი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების წინაპირობაა”,-დასძინა შტატების პირველმა დიპლომატმა.

ირანმა აქამდე, არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურს შტატებთან მოლაპარაკებების განახლება, მანამ სანამ ვაშინგტონი სანქციებს არ გააუქმებს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები 2018 წელს, საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ გამწვავდა.