მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

5d62405d904f7
BM.GE
25.08.19 12:30
735
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერიისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თქვენგანის ხმა ისმოდეს ხელისუფლების ყველა დონეზე – იქნება ეს აღმასრულებელი, პარლამენტი, თუ სხვა ნებისმიერი უწყება, რომელიც ვალდებულია ემსახუროს ხალხს, ჩვენს ოჯახებს. სწორედ, ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინირებულად, ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც ხალხს აწუხებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონის პირველმა პირმა მოსახლეობას სოფლის პროგრამები, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი პროექტები გააცნო, ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ბიუჯეტის 25% მომავალი თაობის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს.

თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო და ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ცენტრალური აპარატი საქართველოს მთავრობასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს საცხოვრებლისა და მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.