მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: "წელს, ქობულეთის ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე 20 მლნ დაიხარჯება"

5ce2d913e3b1c
ანუკა ჯოხაძე
21.05.19 09:50
858
წელს, ქობულეთის ინფრასტრუქტურულ მოწყობაზე 20 მილიონი დაიხარჯება - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც - სანაპირო, ისე საქალაქო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 20 მილიონი ლარია განსაზღვრული.

რიჟვაძის განცხადებითვე, აღნიშნული თანხა მომავალ წლებში გაიზრდება.

“ქობულეთს გააჩნია უნიკალური პლაჟი და ზღვა. ქობულეთში მიმდინარეობს ბულვარის გაფართოება და ის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება სხვა სამთო მიმართულებებთან ერთად, შექმნის ქობულეთში ახალ ღირებულებასა და მიმართულებას. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება როგორც - საპლაჟო, ისე საქალაქო ინფრასტრუქტურის კუთხით. წელს ჩვენ ვსაუბრობთ 20-მილიონიან ხარჯვით ნაწილზე და შესაბამისად, მომავალ წელსაც დინამიურად გაიზრდება“, - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.