მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტომას პერნიკი: ზუგდიდში, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის კლინიკის დაფინანსებას ვგეგმავთ

5665567b76d7b
BM.GE
07.12.15 13:05
1592
"საქართველოს საინვესტიციო გარემო წლიდან წლამდე უმჯობესდება", - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, ტომას პერნიკიმ განუცხადა. ელჩი თქმით, ჩეხეთი ზუგდიდში, ახალი კლინიკის დაფინანსებას განიხილავს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას უზრუნველყოფს.
 
"ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს განიხილავს როგორც ერთერთ მთავარ პარტნიორს სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად ჩვენ დაინტერესებული ვართ და გარკვეული პროექტებიც არსებობს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროში. მაგალითად, ამ წელს ჩვენ უკვე დავაფინანსეთ ერთი ონკოლოგიური კლინიკის მშენებლობა თბილისში, ასევე ვუზრუნველყავით სპეციალური რადიოლოგიური აპარატურის შეძენა აღნიშნული კლინიკისთვის. ასევე მე მივდივარ რიკოთის უღელტეხილზე რათა წარვადგინო პროექტი რომელიც აღნიშნულ უღელტეხილთან სიახლოვეს მყოფ მთიან რეგიონებში ტრანსპორტირების ვიდეო მეთვალყურეობას უზრუნველყოფს.

ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ პროექტებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც და სამეგრელოშიც, კონკრეტულად კი ზუგდიდში. სწორედ ზუგდიდში ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ახალი კლინიკის მშენებლობის დაფინანსებას, რომელიც ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და მკურნალობას უზრუნველყოფს. აქ მკურნალობა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებსაც შეეძლებათ, რასაც ვფიქრობ პოლიტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე დაინტერესებული ვართ კახეთის რეგიონით და თუშეთით. ზოგადად მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ბევრი პროექტია უკვე დაწყებული ან დაგეგმილი.

საქართველოს საინვესტიციო გარემო წლიდან წლამდე უმჯობესდება. მე აქ უკვე 2 წელია რაც ვიმყოფები და თავად დავრწმუნდი ამაში. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, ალბათ ამის შეფასება ჩემგან არაკორექტული და არასწორი იქნება, თუმცა გეტყვით რომ თქვენ ტიპიური დემოკრატიული ქვეყნის სისტემა გაქვს. ხანდახან ისეც ხდება რომ არასწორად ხდება დემოკრატიის გაგება და აღქმა თუმცა ალბათ ამ სისტემის დამკვიდრების დასაწყის ეტაპზე ყოველთვის ასეა", - განაცხადა ელჩმა.