22.დეკემბერი .2015 19:40

ტიმ კუკი: ეს საგადასახადო კოდექსი ინდუსტრიული ეპოქისთვისაა და არა ციფრული საუკუნისთვის

views 1197
უკან

Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა უპასუხა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც კომპანიას, უცხოური გაყიდვებისას საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაში ადანაშაულებენ.

"ეს პოლიტიკური სისულელეა და მის უკან არაფერი დგას. Apple ყველა გადასახადს იხდის", - განაცხადა კუკმა და დაამატა, რომ კომპანია იმაზე მეტ გადასახადს იხდის, ვიდრე რომელიმე სხვა ბიზნესი ქვეყანაში. მან დაადასტურა, რომ Apple-ის მოგების ორი მესამედი უცხოურ გაყიდვებზე მოდის, მაგრამ, როგორც სხვა ტრანსნაციონალური კორპორაციები, Apple-იც, მოგებას ადგილობრივ ფილიალებში ტოვებს, რათა გადასახადები აშშ-ში არ გადაიხადოს.

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ გადმოიტანდა შემოსავლებს, მაგრამ ამას არ გააკეთებს, რადგან მოგების 40%-ს დაკარგავს. მისი აზრით, ეს არ იქნებოდა ჭკვიანური გადაწყვეტილება. „ეს საგადასახადო კოდექსი ინდუსტრიული ეპოქისთვისაა გაკეთებული და არა ციფრული საუკუნისთვის“, - განაცხადა Apple-ის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ კოდექსი მრავალი წლის წინ უნდა შეცვლილიყო.